ანდრიას ღვინო
კომპანია შატო ხაშმი წარმოადგენს საოჯახო მარანს სოფელ ხაშმში.
ჩვენი ყველა ღვინო არის დაყენებული ქვევრებში კახური ტრადიციული წესით, არის გაუფილტრავი და 100%-ით ნატურალური. რაც ნიშნავს, რომ ღვინის დასაყენებლად გამოიყენება მხოლოდ ბიო/ორგანული მეთოდით მოყვანილი ყურძენი, ღვინის დაყენება კი მიმდინარეობს ბუნებრივად, ყოველგვარი დანამატების, მათ შორის გოგირდის გარეშე. ღვინოები არ არის ხელოვნურად დაწმენდილი და არც გაფილტრული, ასევე არ შეიცავს დამატებულ გოგირდს და შესაბამისად აუცილებელია შენახვის პირობების დაცვა. ღვინო უნდა ინახებოდეს აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გრილ, ბნელ ადგილას, ხმაურისგან და ვიბრაციებისგან მოშორებით. შენახვის პროცესში მოსალოდნელია ნალექის გაჩენა.
ღვინოს ვყიდით ორი დასახელების სახით: შატო ხაშმი და ანდრიას ღვინო.
ექსპორტს ვახდენთ შემდეგ ქვეყნებში: აშშ (ანდრიას ღვინო), ისრაელი (ანდრიას ღვინო), გერმანია (ანდრიას ღვინო), დანია (შატო ხაშმი), ბულგარეთი (შატო ხაშმი), ჩეხეთის რესპუბლიკა (ანდრიას ღვინო), საფრანგეთი (ანდრიას ღვინო), ჩინეთი (ანდრიას ღვინო და შატო ხაშმი).
ვენახები გვაქვს როგორც კახეთში, ასევე ქართლში და იმერეთში და ვაწარმოებთ შემდეგი სახეობის ღვინოებს:
- ხაშმის საფერავი
- საფერავი
- რქაწითელი
- ვარდისფერი რქაწითელი
- ქისი
- ხიხვი
- მწვანე
- ჩინური
- თავკვერი
- ოცხანური საფერე
- ციცქა
- ცოლიკაური
- კრახუნა